ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

28 სექტემბერი, 2018

ტეგები

სიახლე , შეხვედრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სტაჟიორთა ახალი ნაკადი მიიღო

კონკურსის საფუძველზე, სასამართლოს, იურიდიული ფაკულტეტის ორასზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული შეემატა, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში, ასევე სასამართლოს კანცელარიასა და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში.სტაჟიორებს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი შეხვდა. მარიამ ცქიფურიშვილმა სტაჟიორებს გააცნო სასამართლოს სტრუქტურა, შინაგანაწესი და ისაუბრა სტაჟირების როლზე საერთო სასამართლოების სისტემაში. თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნილია ყველა წინაპირობა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.
წარმატებულ სტაჟიორებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმების პერსპექტივა აქვთ.