ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

ვაკანსიები

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატი სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს კონკურსს თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

მიმდინარე განცხადებები

განცხადება ბოლო ვადა

მითითება

1. კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება.

2. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს

3. კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

4. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.