ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

პროცესის გადაღება

“საქართველოს სასმართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-13,1 მუხლის თანახმად გაიცემა უფლება მედიასაშუალებებზე სასამართლოში ფოტო, ვიდეო გადაღების შემდეგი განცხადების შევსებით

ელექტრონული განცხადების ფორმა

სკანირებული ფაილის გაგზავნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს

განცხადება

”საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-13,1 მუხლის თანახმად, გთხოვთ, მომცეთ

გთხოვთ, შეიყვანოთ აქტიური ელ.ფოსტა. განცხადების გაგზავნისათვის აუცილებელია დააჭიროთ ელ. ფოსტაზე გამოგზავნილ ბმულს

2. ატვირთეთ დასკანერებული განცხადების ფაილი

გთხოვთ, შეიყვანოთ აქტიური ელ.ფოსტა. განცხადების გაგზავნისათვის აუცილებელია დააჭიროთ ელ. ფოსტაზე გამოგზავნილ ბმულს

მითითება

1. პროცესის გაშუქება შესაძლებელია სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. განცხადება გადაღების მსურველი მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში ან ელექტრონული ფორმით, პროცესის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს სხდომის გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ასეთი უფლებამოსილებით, მისით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს. თუ განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირი, რომელიც ახორციელებს გადაღებას, ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

3. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება და ვიდეო ჩაწერა ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. დაუშვებელია მიკროფონის ან სხვა აუდიო ჩამწერი აპარატურის განთავსება სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) სამუშაო მაგიდაზე, მხარეთა მაგიდაზე, მოწმის მიერ ჩვენების მიცემისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ბრალდებულის განთავსების ადგილზე, სხდომის დარბაზის გამყოფ ბარიერზე.

4. გადაღების დროს დაუშვებელია სასამართლო დარბაზში მოძრაობა, ხმაურის, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს.