ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

როგორ მივმართოთ სასამართლოს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, არაერთგზის, ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.    საქმის მასალების თანახმად, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებულმა მ. ბ.-მ პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პირობებში, 2017 წლის 29 ივნისს, ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ, ბრალდებულის პირადი და ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.1133 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, რბილი პლასტიკური მასა და 2,027447 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 6 ცალ, ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო ფერის კრისტალური ნივთიერება და ელექტრო-სასწორის პირზე არსებული დანაშრევი ამოიღეს. (დანაშაული გათვალისწინებული სსსკ-ის 260 -6,ა).    საქმეში არსებული და სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ამასთანავე ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება.  სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო დანაშაულის რეციდივი, სასჯელის დანიშვნისას, გაითვალისწინა რომ ბრალდებულის წინა ნასამართლობა იყო მისი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება (არაერთგზისობა), ასევე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებული აღიარება და ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქმედებისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია საკმაოდ მკაცრი სასჯელი. შესაბამისად, სასამართლომ მ. ბ.-ს, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი  8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამასთანავე,  სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ ისარგებლა დისკრეციული უფლებამოსილებით და  ნაცვლად ნაწილობრივი ან სრულად შეკრებითობის პრინციპისა, გამოიყენა შთანთქმის პრინციპი, რომლის თანახმადაც,  2014 წლის

15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი - 3 წელი,

იმავე გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა.  საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის 15 ნოემბერს, ბრალდებულმა, რომელსაც   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული სარეკომენდაციო კომისიის გვერდის ავლით და სამინისტროს ბლანკის მინისტრის ბრძანების დარღვევით გამოყენებით, წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეშუამდგომლა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, სხვადასხვა მისამართებზე მდებარე

კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილებისთვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე. აღნიშნული წერილის საფუძველზე, ქ. თბილისში ვანის ქუჩაზე მდებარე 70.03 კვ.მ. ფართის მქონე  უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებული იყო სხვა მისამართზე, მითითებულ კომპაქტურ ჩასახლებაში არასდროს უცხოვრია და სამინისტროსათვის არ მიუმართავს ფართის დაკანონების თაობაზე.