ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

5 სექტემბერი, 2018

ტეგები

განაჩენი , მკვლელობა

ყოფილ პოლიციელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ. ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა სრულად აღიარა ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდაოდ ცნო. სასამართლომ ა.ჯ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.