GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

14.03.2017
2017 წლის 10 მარტს დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორგანიზებით საერთო სასამართლოებს შორის გამართული ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გუნდები - აიტი და სამოქალაქო/ადმინისტრაციული კოლეგია. დაძაბული მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 4:4 დამთავრდა. პენალტების სერიაში კი აიტის გუნდმა იმარჯვა, ანგარიშით - 2:0. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი. მატჩის შემდგომ ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ფეხბურთელები ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში, კერძოდ:


ჩემპიონატის ბომბარდირი - ბექა პატარაია (სამოქალაქო/ადმინისტრაციული კოლეგია - 23 გოლით);

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - გეგა ჩაჩავა (აიტი);

ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი - ლევან თევზაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლო);

ჩემპიონატის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი - ვასილ მშვენიერაძე (აიტი);

ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე - ვახტანგ ლობჟანიძე (თბილისის სააპელაციო სასამართლო).
chempionati chempionatichempionatichempionatichempionati
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.