GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

27.06.16
თბილისის საქალაქო სასამართლოში სტუდენტთა იმიტირებული სხდომების  ჩემპიონატის ფარგლებში, დღეს ფინალური პროცესები გაიმართა. „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“  ინიციატივით, იმიტირებული სხდომები  სასამართლოში ბოლო ორი თვის მანძილზე ყოველკვირეულად სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა მიმართულებით ტარდებოდა. დღეს,  პარალელურ რეჟიმში მიმდინარე ფინალურ იმიტირებულ სხდომებში მონაწილეობდნენ,  როგორც  სხვადასხვა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ასევე  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
 
თბილისის საქალაქო სასამართლო სამომავლოდაც  გამოთქვამს მზადყოფნას  ხელი შეუწყოს სტუდენტთა ინიციატივებს, მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით. 
 
    
 
    
 
  
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.