GEOENG
   
 
საბრძოლო მასალის შეძენა შენახვის ბრალდების საქმეზე გ.ჭ.-ს პატიმრობა შეეფარდა

2018 წლის 3 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე, ბრალდებულ ..- მიმართ. სასამართლომ განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულ .- აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვისკონსტრუქციის ავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნულ ვაზნებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ასევე 7.62 მმ კალიბრის სანადირო დანიშნულების კარაბინების დიდ ჯგუფში, ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გამოიყენა. ..- ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედებაა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პატიმრობის გამოყენების პირობებშია შესაძლებელი აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდობა 2018 წლის 17 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.