GEOENG
   
 
სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

2018 წლის 19 ივლისს, თბილისის  საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, ბრალდებულების დ. თ.-სა და ე. ბ.-ს მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 9 ოქტომბერს,  ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად მივიდნენ ბ.მ.-ს საცხოვრებელ სახლში, ბრალდებული ე. ბ.  ბ.მ.-ს გაეცნო, როგორც ,,დიდი ქურდული ოჯახის წევრი“  და სიცოცხლის მოსპობისა და მოკვლის მუქარით  მოითხოვეს  2000 აშშ დოლარის გადახდა. მომდევნო დღეებში, ბრალდებულები კვლავ დაუკავშირდნენ დაზარალებულს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით რამდენჯერმე განუსაზღვრეს თანხის გადახდის ვადა. 2017 წლის 17 ოქტომბერს, ე. ბ.  ბ.მ.-სთან სატელეფონო საუბრისას სახეზე ჭრილობის მიყენებისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით,   კვლავ მოითხოვა თანხის გადახდა. იმავე დღესვე  ბრალდებულებმა გ.ქ.-სა და თ.ბ.-ს დაავალეს დაზარალებულის მოძებნა და ცემა.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ ცნეს  დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან მძიმე კატეგორიის დანაშაულის  ჩადენის ფაქტი და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.