GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლო დაჯილდოვდა
თბილისის საქალაქო სასამართლო მადლობის სიგელით კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურთან“ გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უწყება რეგულარულად ატარებს სისხლის უანგარო დონაციის აქციას და საკუთარი წვლილი შეაქვს სიცოცხლის გადარჩენაში. 
 
მიმდინარე წელს, სასამართლო შეუერთდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კამპანიას - ,,არ გადადო - აიცერი“, რომლის ფარგლებშიც მოსამართლეებს და აპარატის თანამშრომლებს წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინაცია, ასევე ჰეპატიტის და შიდსის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ.
 
2018 წელს სისხლის დონორთა მსოფლიო დღე სლოგანით - ”გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი” აღინიშნება. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები მუდმივად გამოთქვამენ მზადყოფნას სიცოცხლის გადასარჩენად, უანგაროდ გაიღონ სისხლი. 
jildojildo
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.