GEOENG
   
 
ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქ. თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა მოზარდზე თავდასხმის ფაქტზე და აზერბაიჯანის მოქალაქე გ. რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. 
 
წარდგენილი ბრალის თანახმად, მას ბრალად ედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანების მცდელობა (სსსკ-ის 19,117-5, ბ). მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (სსსკ-ის 151-2,გ). 
 
საქმე ეხება, თბილისში, 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 14:40 საათზე, მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა, ლიფტის კაბინაში, 13 წლის არასრულწლოვანს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მიზნით, ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში, დაუჭირა თავი და ცერა თითებით აწვებოდა თვალებზე, ურტყამდა ხელებს თავის, ზურგისა და გულ-მკერდის არეში, ასევე ხელით დაუზიანა მარცხენა ლოყა, ამავდროულად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მოზარდის დახმარება, სადარბაზოში, ბავშვის ყვირილზე გამოსულმა მეზობლებმა შეძლეს, რომლებმაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს. 
 
დაზარალებული არასრულწლოვნის  საუკეთესო ინტერესებისა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, დახურულ სხდომაზე იმსჯელა. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს საქართველოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, არ ყავს ოჯახი და პარალელურად აქვს კავშირები სხვა სახელმწიფოსთან, მისი მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლისა და მოსალოდნელი სასჯელისგან თავის არიდების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ გ.რ.-ს მიმართ, პატიმრობა გამოიყენა. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.