GEOENG
   
 
განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ
2018 წლის 7 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ლევან ყ.-ს  და გიორგი ჭ.-ს და ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება. ასევე გიორგი ჭ.-ს ბრალად ედება ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა.

საქმე ეხება 2018 წლის 4 თებერვალს, ქ.  თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით  მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც  სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანებების შედეგად დავით ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 26 მარტს 11 საათზე გაიმართება.
 
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.