GEOENG
   
 
კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენებასა და გავრცელებისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

2018 წლის 26 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მთავრი პროკურატურის შუამდგომლობა და ანგარებით  ჩადენილი, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენებასა და გავრცელებისათვის ბრალდებულ გ.დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების თანახმად, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა დ.ე.-ს და მასთან კონფლიქტურ ურთიერთობაში მყოფი პირის სატელეფონო  კომუნიკაციის ფარული ჩანაწერი მოასმენინა, რის სანაცვლოდაც 3000 ლარი მოსთხოვა.

2018 წლის 24 იანვარს, შეთანხმებისამებრ ბრალდებულმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მოპოვებული, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერი 3000 ლარის სანაცვლოდ გადასცა დ.ს.-ს.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც მხოლოდ საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6-წლამდე ვადით. ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფომაციის განადგურების, მტკიცებულებათა მოპოვებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 15 მარტს 13:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.