GEOENG
   
 
ბექა წ.-ს 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა წ.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სამართალდამრღვევად ცნო და  ადმინისტრაციული სახდელის სახით, 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა. 
 
საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 23 იანვარს,  ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს ეზოში გამოსული ბექა წ.  უცენზურო სიტყვების გამოყენებით არღვევდა წესრიგს. მანვე, სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელს ესროლა აგური, რა დროსაც ჩაიმსხვრა მინა. სასამართლოს შენობის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
 
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მტკიცებულებების, მათ შორის, დაკავებულის ჩვენების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბექა წ.-ს მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ადმინისტრაციული სახდელის კონკრეტული სახის განსაზღვრისას ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფდა ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მიზნებს. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.