GEOENG
   
 
თბილის საქალაქო სასამართლოს 9 ახალი მოსამართლე ჰყავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 5 ახალი მოსამართლე - ივერი აბაშიძე, მაია გიგაური, თინა ვაშაყმაძე, გენადი მაკარიძე და ხათუნა ჯინორია გამწესდა. სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილებას იზა კელენჯერიძე და მაია კვირიკაშვილი განახორციელებენ, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ლაშა თავართქილაძე და ნათია ტოგონიძე.
 
თბილისის საქალაქო სასამართლო ულოცავს ყველა მათგანს მოსამართლედ გამწესებას და უსურვებს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას. 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.