GEOENG
   
 
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას 23 ახალი მედიატორი ჰყავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიატორთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.  ოცდასამ  მედიატორს  პროფესიული სერტიფიკატები  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე  ვასილ მშვენიერაძემ გადასცა. 
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში - შომბი შარპი.
 
მედიაციის ტრენინგისათვის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე განხორციელდა და მათ 56-საათიანი ინტენსიური კურსი გაიარეს.  სასამართლოს მედიატორთა ტრენინგის პროგრამა საერთაშორისო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით მომზადდა. ტრენინგები თბილისის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეგიდით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის მონაცემებით, სასამართლო მედიაციაზე მომართვიანობამ  საგრძნობლად იმატა. 
მედიაცია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ნაწილია და იგი დავების ალტერნატიული მოგვარების მეთოდია.  მისი განვითარება უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასამართლოს განტვირთვას. ასევე, მედიაცია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნაა.
mediaciamediaciamediaciamediaciamediaciamediaciamediaciamediaciamediacia
 
 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.