GEOENG
   
 
სასამართლომ ონლაინ სესხების თაღლითურად მიღებისათვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებისათვის ბრალდებული ორი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა  და  მათ საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით,  5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მუბარაქ გ.-ს ბრალი ედება თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (4 ეპიზოდი), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (7 ეპიზოდი). მუბარაქ გ.-სა და ყაზე ა.-ს, ასევე ბრალად ედებათ თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (10 ეპიზოდი).

ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მხრიდან საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან,  სხვა პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით და მასთან შეუთანხმებლად ფულადი სესხების აღებისა  და თაღლითურად 11 000 ლარის დაუფლების ფაქტი.  საერთო ჯამში  მუბარაქ გ.-მ დანაშაულის 21, ხოლო ყაზე ა.-მ 10 ეპიზოდი ჩაიდინეს.

ღია სასამართლო სხდომაზე მუბარაქ გ.-მ სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო ყაზე ა. თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, შესაბამისად სასამართლომ განაჩენი მის მიმართ, დაუსწრებლად გამოაცხადა. პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებული გამოცხადდა სასამართლოში და მანდატურებმა იგი დააკავეს.

 

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.