GEOENG
   
 
პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

გიორგი გ.-ს ბრალად ედებოდა ძალადობითა და ძალადობის მუქარის გამოყენებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობა.

საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 12 აპრილს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ნასვამი ბრალდებული უცენზურო სიტყვების გამოყენებით, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებებს და წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს. კერძოდ, გიორგი გ.-მ, ერთ-ერთ გამომძიებელს სახის არეში ჩაარტყა თავი. ასევე, განაგრძობდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარას პოლიციის თანამშრომელთა მისამართით, რისთვისაც იგი დააკავეს.

ბრალდებულმა გიორგი გ.-მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.  კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დაკავების ოქმი. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება და ის ფაქტი, რომ იგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირს და სარგებლობს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით, მიიჩნია ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად. სასამართლოს განაჩენით, გიორგი გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

 

 
ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.