GEOENG
   
 
ქურდობისათვის ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მობილური ტელეფონის ქურდობისათვის თბილსის საქალაქო სასამართლომ ორი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის მარტში, ბრალდებულები ფარულად დაეუფლნენ დაზარალებულის მობილურ ტელეფონს.

წარდგენილი ბრალის თანახმად. ბრალდებულებს ლ. ტ.-ს და ნ. ს.-ს ბრალად ედებოდათ ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ნ. ს.-ს ასევე ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

ღია სასამართლო განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ.

საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებისა და ვიდეოჩანაწერის შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ორივე ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ნ. ს.-მ უკანასკნელი დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა და შესაბამისად,  საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ლ. ტ.-ს 4 წლითა და 6 თვით.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.