ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ეკატერინე ჯინჭველაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2015 წლის 07 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ეკატერინე კვირკველია

8326

სხდომის მდივანი

ლალი მიქელაძე

8326

დაიბადა 1976 წლის 14 ოქტომბერს ქ. ქუთაისში.

1993 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის №31 საშუალო სკოლა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2003 წელს დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2003 წელს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.


2005 წელს მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2005 წლის 18 ივნისს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2007-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2010 წლის 6 სექტემბრიდან 2011 წლის 8 ოქტომბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2011 წლის 01 ნოემბრიდან 2012 წლის 01 მარტამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კონსულტანტად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

2014 წლის 01 ივლისიდან მოვლინებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

2015 წლის 07 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

თარიღი მხარეები დარბაზი