ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

გოჩა დიდავა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2019 წლის 9 ივლისის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

სალომე ფოფხაძე

8127

სხდომის მდივანი

ილია ვაშაკიძე

8127

დაიბადა 1964 წლის 27 თებერვალს . ქუთაისში.

1987 წელს დაამთავრა . მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი;

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1994-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობათა კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.

1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბიუროს უფროსი.

1999 წლიდან 2016 წლის 25 ივლისამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი.

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსის /შემსრულებელად.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2011 წელს სსიპ ,,იუსტიციის უმაღლეს სკოლაშიგაიარა სასამართლოს მენეჯერის სასწავლო კურსი და ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2014 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

2016 წლის 25 ივლისადან ახორციელებდა მოსამართლის უფლებამოსილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2019 წლის 9 ივლისის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი