ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

14 მარტი, 2019

სტაჟირების ოპტიმალური მოდელის შექმნის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი მარიამ ცქიფურიშვილი ლიუბლიანას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვალერია იელენ კოსს შეხვდა. შეხვედრის თემას სასამართლო სისტემაში სტაჟიორთა მიღებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის რაიონული და რუსთავის საქალაქო სასამართლოების მენეჯერები, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრისა და სხვადასხვა რგოლის ხელმძღვანელი პირები, ასევე მოსამართლის თანაშემწეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ინდივიდუალური სტაჟიორის განვითარების პროცესში.

სასამართლოს მენეჯერმა ისაუბრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც რეგულირდება სასამართლო სისტემაში სტაჟირების გავლის წესი. მიმოიხილა ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა და გამოწვევები.

,,გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად,  სტაჟიორებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში ყველა წინაპირობაა შექმნილი.
სტაჟიორებთან უშუალო და ხშირი კომუნიკაცია მაქვს, ვისმენ მათ მოსაზრებებს, ინიციატივებს.  ძალიან ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდები არიან. სასამართლოს
აპარატში დასაქმებულთა უმეტესობა სასამართლოს ყოფილი სტაჟიორია. უკანასკნელი კონკურსის საფუძველზეც სასამართლოს კანცელარიას სამი ახალი თანამშრომელი შეემატა, რომელთაგან სამივე სასამართლოს სტაჟიორია“ - აღნიშნა მარიამ ცქიფურიშვილმა.

დღესვე ვალერია იელენ კოსი, მენეჯერთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორებს შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები სასამართლოში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით და ასევე გაუზიარა სლოვენიის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკა.

შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა.