ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

17 ოქტომბერი, 2018

ტეგები

სიახლე , შეხვედრა

შეხვედრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) სტუდენტებთან

2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები სტუმრობდნენ. 

სტუდენტებს სასამართლოს მენეჯერი მარიამ ცქიფურიშვილი შეხვდა და  სასამართლოს სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა  გააცნო. მენეჯერმა ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და მედიაციის ინსტიტუტის,  ასევე სასამართლოში  სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკისა და  სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია უწყებაში სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრის დასასრულს  სტუდენტები  სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეთა  სხდომებს დაესწრნენ.

სტუდენტებთან ინტერაქტიული შეხვედრა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. სასამართლოს  მენეჯერმა მომავალ იურისტებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ინიციატივით, უახლოეს მომავალში  დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობა შესთავაზა.