ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

12 ნოემბერი, 2018

ტეგები

სიახლე

სასამართლოს საფეხბურთო გუნდმა ,,თბილისის უმაღლეს ლიგა“-ზე წარმატებით იასპარეზა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა ,,თბილისის უმაღლეს ლიგა“-ზე მეორე ადგილი დაიკავა.  სასამართლოს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი ჩემპიონატზე, გასული სეზონის ,,თბილისის I ლიგის“  მოგების შემდეგ მოხვდა.
დიდ ფეხბურთში,  უმაღლესი ლიგის თამაშებზე გუნდმა  22  შეხვედრა გამართა,  საიდანაც 16 მოიგო.

სასამართლოს გუნდმა ,,თბილისის მერიის თასზეც“  იასპარეზა და 5 მატჩი მოიგო.

ფინალში ,,სეუ“-სთან პენალტების სერიაში დამარცხების მიუხედავად,  (ძირითადი დრო 2:2) გუნდმა ,,საქართველოს მოყვარულთა თასზე“ მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მატჩები მიმდინარე წლის ნოემბრში  თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.