ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

26 თებერვალი, 2019

ტეგები

სიახლე

სასამართლომ ქართულ-ამერიკული სკოლა-კოლეჯ ,,პროგრესის’’ მოსწავლეებს უმასპინძლა

მოსწავლეებთან  შეხვედრა არასრულწლოვნებთან გასაუბრებისათვის განკუთვნილ ოთახში გაიმართა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკა ზარნაძემ სტუმრებს არასრულწლოვნის ინტერესებთან დაკავშირებული საოჯახო და მემკვიდრეობითი კატეგორიის დავების განხილვის თავისებურებები გააცნო, ესაუბრა უშუალოდ არასრულწლოვნის მიერ სარჩელის აღძვრის უფლებაზე და ამ კატეგორიის დავებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობაზე.

მოსწავლეებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ, იმ საოჯახო დავებთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც არასრულწლოვნის ინტერესებთან იყო დაკავშირებული.

 მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების თაობაზე მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზები დაათვალიერეს.