ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

24 თებერვალი, 2019

ტეგები

სიახლე

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია პირველად, ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა შესაძლებლობა სასამართლოსგან კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით მიეღო.

სამართლებრივი კონსულტაცია მოქალაქეთა მაღალი მომართვიანობით და აქტივობით მიმდინარეობდა. უფასო იურიდიული კონსულტაციის ფარგლებში, სასამართლოს თანამშრომლების მიერ გაცემული ინფორმაცია არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, სამართალწარმოების პროცესში ვერ ექნება მტკიცებულებითი ძალა და იგი არ ჩაითვლება სასამართლოს პოზიციად კონკრეტულ საქმისწარმოებაში.

პროექტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება.