ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

2 აგვისტო, 2019

ტეგები

სიახლე , შეხვედრა

,,საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია“ დაფუძნდა

საქართველოს საერთო სასამართლოების ქალ მოსამართლეთა მიერ დაფუძნდა ,,საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია“. ასოციაცია საერთო სასამართლოების ქალ მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა.  ასოციაციის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სასამართლო სისტემაში გენდერული მგრძნობელობის საკითხებისა და ქალ მოსამართლეთა როლის გააქტიურება; სასამართლოს სისტემის, სამოსამართლო საქმიანობისათვის მხარდაჭერა და ხელის შეწყობა; მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ხელშეუვალობის, მიუკერძოებლობის დაცვა; სასამართლო ხელისუფლების და მოსამართლეების მიმართ  საზოგადოების  ნდობის ამაღლება.

ასოციაცია ხელს შეუწყობს ქალ მოსამართლეთა  ჩართულობას მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხების განხილვაში. საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოსამართლო თანამდებობებზე ქალები უმრავლესობას წარმოადგენენ და მათ  აქვთ შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიანთი აქტიურობა მიმართონ საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე სასამართლო სისტემისადმი.

აღსანიშნავია, რომ  დღეის მდგომარეობით  მსოფლიოს 52 ქვეყანაში  დაფუძნებულია  ქალ მოსამართლეთა ასოციაცია, რომელიც გაერთიანებულია მსოფლიო ქალ მოსამართლეთა ასოციაციაში. მსოფლიო ქალ მოსამართლეთა ასოციაცია უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს ქალ მოსამართლეებს შორის მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების  გაცვლისთვის.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა ,,საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის’’ საერთო კრება. ასოციაციის თავმჯდომარედ არჩულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძე, გამგეობის აღმასრულებელ დირექტორად აირჩიეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია, გამგეობის წევრებად არჩეულ იქნენ ილონა თოდუა, თამარ ალანია, თეა ძიმისტარაშვილი, ხატია არდაზიშვილი, თამარ ოქროპირიძე, თამარ ონიანი, თეა ლეონიძე, თამარ ზამბახიძე, ლეილა მამულაშვილი, ნატა ნაზღაიძე, ნინო  სანდოძე, თამარ ბეჟანიშვილი, თამარ ბურჯანაძე, შორენა წიქარიძე.