ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

22 აპრილი, 2019

ტეგები

სიახლე

სს. ,,ლიბერთი ბანკის“  დაყაჩაღებისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

2019 წლის 22 აპრილის, თბილისის საქალაქო სასამართლომ  განიხილა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა  ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულების  გ.ხ.-ს, ა.ლ.-ს  და ნ.ჯ.-ს მიმართ.

ბრალდებულებს  ბრალად ედებათ ყაჩაღობის ჩადენა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. 

საქმე ეხება 2019 წლის 19 აპრილს ქ. თბილისში, ვარკეთილის 3, მე-III  მ.რ-ში  მდებარე  სს. ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალის  მოლარე ოპერატორებზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულებმა  გაიტაცეს 20,45 ლარი.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის  გათვალისწინებულ მტკიცებულებათა სტანდარტი და დანაშაულებრივი საქმიანობის,   საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა.