ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

11 მარტი, 2019

ტეგები

გადაწყვეტილება

სასამართლომ ტელეკომპანია იბერია-TV-ს თანამშრომლების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ  სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია ,,იბერია-TV-ყოფილი თანამშრომლების სარჩელი, შპს ,,იბერია TV“-ის წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  შპს ,,იბერია TV“-ს დაეკისრა მოსარჩელეებისთვის 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაციის, 7 დღის სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სასამართლომ მხარეთა არგუმენტების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვა-გაანალიზების შედეგად, მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ დაადგინდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა შრომი  და არა ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულებებს  და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.