ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

8 მაისი, 2019

ტეგები

სამართლებრივი დავა , გადაწყვეტილება

სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

2019 წლის 8 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონიშვილის მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა და ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის დაკისრება წარმოადგენდა.

საქმე ეხებ ქორწინების პერიოდში, მოპასუხე დავით ბაგრატიონ  მუხრან-ბატონიშვილის მიერ შეძენილ სამ სატრანსპორტო საშუალებას  (PORSCHE CAYENNE, BMW X5, MERCEDES-BENZ GL 450), რომელთა საშუალო საბაზისო ღირებულება, მოსარჩელის განცხადებით წარმოადგენს  68 000 აშშ დოლარს.

სასამართლომ მხარეთა არგუმენტების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვა-გაანალიზების შედეგად, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნო  ავტომანქანების PORSCHE CAYENNE-სა და MERCEDES-BENZ GL 450-ის ნაწილში.  მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ   MERCEDES-BENZ GL 450-ის გასხვისებით მიღებული სარგებლის  1/2 ნაწილის, კერძოდ 15500 ლარის გადახდა დაეკისრა.  ავტომანქანა BMW X5-ზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღა.