ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

4 დეკემბერი, 2018

ტეგები

აღკვეთის ღონისძიება

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

2018  წლის 4 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული 7 ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

ბრალდებულებს ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა ჯგუფურად.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც ქ. თბილისში მდებარე სასტუმროს ნომრებში 2018  წლის 2 დეკემბრამდე უკანონოდ ინახავდნენ.

აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენა. მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, სასამართლომ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის და ბრალდებულთა მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, უკრაინის მოქალაქეების და ლ.ჩ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.

წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 24 იანვარს 15:00 გაიმართება.

სხვა გადაწყვეტილებები