ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებ-გვერდის ძველი ვესია
+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

6 ივნისი, 2019

ტეგები

სიახლე , აღკვეთის ღონისძიება

არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე  მ.კ.-ს პატიმრობა შეეფარდა

2019 წლის 6 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ მ.კ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტებით, მ.კ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად.

დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2019 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.