GEOENG
   
 
საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა გარე მომხმარებელთათვის
 
სასამართლოში საქმეთაწარმოებასთან დაკავშირებული პროცესების სრული ავტომატიზაციის მიზნით, დაინერგა ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, რომლითაც მხარეებს საშუალება ეძლევათ ონლაინ რეჟიმში დაამყარონ ურთიერთობა სასამართლოსთან.აღნიშნული სერვისით  სარგებლობის საშუალება საბანკო სექტორის, ადვოკატთა კორპუსის და მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ. მომსახურება ფასიანია და ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს  შემდეგ პაკეტებზე: - minimal (მინიმალი), standard (სტანდარტი), silver (სილვერ), gold (გოლდი), premium (პრემიუმ) და premium+ (პრემიუმ+) .

პაკეტი minimal (მინიმალი) ითვალისწინებს 10 ტრანზაქციას, ღირებულება - 50 ლარი - ერთ მომხმარებელზე;  
პაკეტი standard (სტანდარტი) ითვალისწინებს 20 ტრანზაქციას, ღირებულება - 75 ლარი - ერთ მომხმარებელზე;  
პაკეტი silver (სილვერ) ითვალისწინებს 100 ტრანზაქციას, ღირებულება - 300 ლარი - ერთ მომხმარებელზე; 
პაკეტი gold (გოლდი) ითვალისწინებს 500 ტრანზაქციას, ღირებულება - 1200 ლარი - ერთ მომხმარებელზე;  
პაკეტი  premium (პრემიუმ) ითვალისწინებს ულიმიტო ტრანზაქციებს,  ღირებულება 2500 ლარი - ერთ ან ორ მომხმარებელზე;
პაკეტი premium+ (პრემიუმ+) ითვალისწინებს ულიმიტო ტრანზაქციებს, ღირებულება 4000 ლარი - ერთ ან რამოდენიმე მომხმარებელზე.

ასევე,  შესაძლებელია დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის ერთი ტრანზაქციის შეძენა, რომლის  ღირებულებაა 10 ლარი.

აღნიშნული პაკეტების საფასური მოიცავს ერთი თვის მომსახურებას. 

ტრანსაქცია  ითვალისწინებს  5MB ტევადობას,  თუ ატვირთული ფაილების ზომა აღემატება 5MB,  შესაბამისად გაიზრდება ტრანსაქციების რაოდენობაც.

საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს კომპანია 
Delta Sofware”. ხელშეკრულების გაფორმებისა და ტექნიკურ საკითხებზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. მისამართზე  gventsadzetika@gmail.com   

ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საერთო სასამართლოების ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის კოორდინატორს:  (+995 32 ) 251-03-00  ( შ/ნ 1488 )
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.