GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

10.11.2017

თბილისის საქალაქო სასამართლოს, წმინდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში, სასამართლოს გაცნობითი ტური მოეწყო.

მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს, მოინახულეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომის დარბაზი და დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, საქმეთა განხილვის სპეციფიკით. სტუმრებმა, ასევე დაათვალიერეს, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, მედიაციის სასესიო ოთახები და გაეცნენ, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, სასამართლო მედიაციის პროექტის უპირატესობას.

 

ვიზიტის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისი დანაწესის გათვალისწინებით, 14 წლის ასაკს მიღწეული მოსწავლეები სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომას დაესწრნენ.
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.