GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

30.03.2017
თბილისის საქალაქო სასამართლო აგრძელებს სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურთან თანამშრომლობას და დღეს, მემორანდუმის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია განხორციელდა.

სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის სათანადოდ აღჭურვილი ბრიგადა თანაშრომლებს ადგილზე მოემსახურა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მადლობას უხდის ყველა დონორს დღევანდელ აქციაში აქტიური მონაწილეობსათვის.
 sisxlisisxlisisxlisisxlisisxlisisxlisisxli
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.