GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

05.12.2016

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაცნობითი ტური ამჯერად 74-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. სტუმრებმა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მოინახულეს და უშუალოდ გაეცნენ სასამართლოში საქმის პირველადი რეგისტრაციის წესს. სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სასამართლო სხდომის დარბაზებით და საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზეც მიიღეს პასუხი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის” პროექტის ეგიდით მოსწავლეები პერმანენტულად სტუმრობენ სასამართლოს.

skolaskolaskola

skolaskola 

ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.