GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

28.11.2016
თბილისის საქალაქო სასამართლოს 144-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლეებს სასამართლოს მედიასთან და საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი შეხვდა და მათ მოქალაქეთა მისაღები, მედიაციის სასესიო ოთახები და სხდომის დარბაზები დაათვალიერებინა. 

გაცნობითი ტურის ფარგლებში, ბავშვებმა დასვეს კითხვები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებაზე,პროცესში მხარეთა როლებსა და სხვა,მათთვის საინტერესო პროცედურულ საკითხებზე. 

გაცნობითი ტური საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის” ეგიდით განხორციელდა. 
144144144144144144144 
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.