GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

15.11.2016

ვასაძეები, მეხუთე მრავალშვილიანი ოჯახია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები საქველმოქმედო კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ. ოჯახში ათი არასრულწლოვანია, მათ შორის ყველაზე უფროსი 15 წლის, ხოლო ყველაზე პატარა - 40 დღისაა. პატარებს ზამთრის სამოსი, პირველადი მოხმარების ნივთები და ტკბილეული გადაეცათ. ბავშვები წარჩინებული მოსწავლეები არიან და ახალგაზრდა დედას, სკოლის შემდეგ, უმცროსებზე მზრუნველობაშიც ეხმარებიან. სასამართლოს მოხელეების სტუმრობამ პატარები ძალიან გაახარა.

vasadzeebivasadzeebivasadzeebivasadzeebivasadzeebivasadzeebivasadzeebivasadzeebivasadzeebivasadzeebivasadzeebivasadzeebivasadzeebi

ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.