GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

14.11.2016
თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ. სოციალურად დაუცველ ოჯახს თბილი ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცათ. ათსულიანი ოჯახი მისაქციელში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარზეა. ჩანადირები რვა შვილს ზრდიან, მათგან ყველაზე პატარა 4 წლის ანდრიაა. 
 
საქველმოქმედო ღონისძიებები ‘’საზოგადოებრივი სასამართლოს’’ პროექტის ფარგლებში ხორციელდება და პერმანენტული ხასიათისაა. 
 
 
 

ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.