GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

10.11.16
„საზოგადოებრივი სასამართლოს“ პროექტის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები ყოველდღიურად საქველმოქმედო ღონისძიებებს ახორციელებენ. სოციალური პასუხისმგებლობა სასამართლოს მოხელეებმა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან რამდენიმე ოჯახზე იტვირთეს. სასამართლოს თანამშრომლებმა პირველადი მოხმარების საგნები, კვების პროდუქტები ქობულაშვილების რვასულიან ოჯახს გადასცეს. მრავალშვილიანი ოჯახი, ე.წ. „ალექსეევკას დასახლებაში“ უკიდურესად რთულ პირობებში, მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს. მათ საცხოვრებელ ოთახში არ არის ელქტროენერგია, გაზი და წყალი. სასამართლოს თანამშრომლებმა, საკუთარი სახსრებით შეიძინეს საკვები პროდუქტი, მოაგროვეს თბილი ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები, რაც ოჯახს გარკვეული დროის მანძილზე შეუმსუბუქებს უკიდურესად მძიმე ყოფას. 

საქველმოქმედო კვირეულის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოხელეები სოციალურად დაუცველ კიდევ რამდენიმე ოჯახს დაეხმარებიან. 
 
     
 
     
 
    
 
    

ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.