GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

21.06.16
თბილსის საქალაქო სასამართლოში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმიტირებული პროცესები გაიმართა. სამოქალაქო საქმეთა სასამართლოში განხილვის სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუდენტებმა რამდენიმე სამოქალაქო საქმეზე იმსჯელეს. სასამართლო პროცესზე ქცევის წესებისა და საქმეთა განხილვის პროცედურის უკეთ შესასწავლად, სტუდენტებმა მოსამართლეების, მხარეების, მათი წარმომადგენლებისა და მოწმეთა როლები მოირგეს. 
 
ამავე დღეს, სასამართლოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, იმიტირებული პროცესი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართეს. „პრაქტიკული სამართლის’’ კლინიკის ფარგლებში, სემესტრის მანძილზე მიღებული ცოდნის გამოვლენის საშუალება, 169 სკოლის მოსწავლეებს რეალურ სასამართლო დარბაზში ჰქონდათ. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლო აგრძელებს ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა და მათ ხელშეწყობას, პროფესიული განვითარების მიზნით.
 
 
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.