GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

13.06.16
თბილისის საქალაქო სასამართლოში ‘’ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის’’ მიერ ორგანიზებული იმიტირებული პროცესი გაიმართა. პროცესში მონაწილეობას იღებდნენ იმავე ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული პროექტის გამარჯვებული მონაწილეები, რომლებიც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხ თვიანი სტაჟირების ფარგლებში სტუმრობდნენ. 
 
სტაჟირების განმავლობაში, მონაწილეები ეწვევიან საქართველოს პროკურატურას, შეხვდებიან მოქმედ ადვოკატებს და გაივლიან ტრენინგებს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც მზადაა მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების ინიციატივებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას.
 
       
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.