GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

27.06.16
ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA ROLI) საქართველოს წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს მხარდაჭერით,  2016 წლის 2 ივლისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესები გაიმართება. იმიტირებულ სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სტუდენტები, როგორც ნაფიცი მსაჯულები. 
 
პროექტის ფარგლებში, დღეს  სტუდენტებმა/ნაფიცმა მსაჯულებმა შეავსეს წინასწარ დარიგებული ნაფიც მსაჯულთა კითხვარები. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, შეირჩევა ნაფიცი და სათადარიგო მსაჯულები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობას მიიღებენ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში და გამოიტანენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს. 
 
       
 
     
 
  
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.