GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

10.05.2016
თბილისის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართა.
 
”ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის” პროექტის ”სტუდენტთა იმიტირებული პროცესების ჩემპიონატს” ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ორი იმიტირებული პროცესი გამართეს და განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები განიხილეს. პროექტის მონაწილეთათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ჩაატარა ტრენინგი და მონაწილეობა მიიღო სტუდენტების მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ იმიტირებულ პროცესში. პროექტის ფარგლებში ნაფიც მსაჯულთა კიდევ რამდენიმე იმიტირებული პროცესია დაგეგმილი.
 
ასევე,  თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე სისხლის და სამოქალაქო სამართლის საქმეები განიხილეს პარალელურ რეჟიმში. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლო მხარს უჭერს ახალგაზრდების ინიციატივებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება და მზადყოფნას გამოთქვამს მომავალშიც გააგრძელოს მათი მხარდაჭერა. 
 

ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.