GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

28.04.16
თბილისის საქალაქო სასამართლოს მორგი გაცნობითი ტურის ფარგლებში თბილისის 169, გორისა და კასპის საჯარო სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ. მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის გაცნობითი სახის შეხვედრებს პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. 
 
მოსწავლეები მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს მედიაციის პროექტის შესახებ და მოინახულეს სასამართლო სხდომათა დარბაზები. შეხვედრის დასასრულს, 169 სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები სისხლის სამართლის საქმის განხილვას დაესწრნენ. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც ხელს შეუწყობს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას ემსახურება.
 
    
 
     
 
 
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.