GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

25.04.16

23 აპრილს, ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის წევრების ინიციატივით, სხვადასხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი შეხვდა. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ სტუდენტებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესი და მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვის სპეციფიკა გააცნო. პარალელურად, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა პრაქტიკულ23 აპრილს, ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის წევრების ინიციატივით, სხვადასხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი შეხვდა. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ სტუდენტებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესი და მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვის სპეციფიკა გააცნო. პარალელურად, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო სხდომები ჩაატარეს. თბილისის საქალაქო სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების ინიციატივებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება.ი უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო სხდომები ჩაატარეს. თბილისის საქალაქო სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების ინიციატივებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება.

        

ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.