GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

18.04.16
2016 წლის 16 აპრილს თბილსის საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“ ორგანიზებით, ‘’იმიტირებული პროცესების ჩემპიონატის’’ ფარგლებში, ფინალური შეხვედრა გაიმართა. 
 
პროექტში მონაწილეობას სხვადასხვა სკოლის მაღალკლასელები იღებდნენ, რომლებიც აპლიკაციების გზით შეირჩნენ. პროექტის მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში სპეციალური სასწავლო ტრენინგები ჩაუტარდათ. 
 
ფინალურ იმიტირებულ პროცესზე, მოსწავლეებმა მკვლელობის საქმე განიხილეს და დასასრულს, შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
 
თბილისის საქალაქო სასამართლო მხარს უჭერს ახალგაზრდების ინიციატივებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება.  
 
    

ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.