GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

05.04.16
თბილისის საქალაქო სასამართლოს N157  საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებს სასამართლოს შენობა და  სხდომის დარბაზები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა სალომე ტყეშელაშვილმა დაათვალიერებინა. სტუმრები უშუალოდ გაეცნენ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ფუნქციონირების პრინციპებს და სასამართლოში საქმის რეგისტრაციის პროცედურას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისათვის რამდენიმე გაცნობითი შეხვედრა იგეგმება.
 
     
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.