GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

11.03.16
თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გაცნობითი ტური N139 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს და სასამართლოს სტრუქტურას გაეცნენ. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, ინფორმაცია მიაწოდეს მედიაციის პროექტის შესახებ და მათ კითხვებს უპასუხეს. სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს სასამართლო სხდომათა დარბაზები, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზი.
 
თბილისის საქალაქო სასამართლო მომავალშიც ხელს შეუწყობს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას ემსახურება. 
 
        
 
        
 
 

ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.