GEOENG
   
 
 საზოგადოებრივი სასამართლო
 
საზოგადოებრივი სასამართლო გულისხმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაახლოებას საზოგადოების ფართო წრეებთან, მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მათი პრობლემების გადაჭრას და რაც, ყველაზე მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოებრივი სასამართლოს დახმარებით შესაძლებელია საზოგადოების სამართებლივ ცნობიერებაში გარდატეხის შეტანა, მოქალაქეთა მართლშეგნების ამაღლება, რაც საშუალებას მიცემს მათ გაცილებით ობიექტურად შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები. თავად განსაჯონ თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი სასამართლო გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეთათვის. შეიქმნება ყველა წინაპირობა, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს დამცველი ან წარმომადგენელი, პროცედურების გამარტივებისა და დახვეწის გზით, თავად შეძლოს თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა. ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ სასამართლო მათი უფლებების სადარაჯოზეა და კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად გაუწევს საჭირო დახმარებას. 
                                          

10.03.16
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს N139 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. მოსწავლეებმა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი და სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.
 
მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა სალომე ტყეშელაშვილმა მოსწავლეებს ცენტრის მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ შეკითხვებს უპასუხა. სტუმრება მოინახულეს სასამართლო სხდომის დარბაზები და გაეცნენ სხდომის მიმდინარეობის სპეციფიკას.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსწავლეებისათვის გაცნობითი ხასიათის ტურები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” ფარგლებში იმართება.
 
   
 
  
ბეჭდვა
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.